ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმღვანელობით იმყოფება.
„დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატი. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქვემო ქართლის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ მილი მეჯლისის დეპუტატს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს არზუ ნაგიევს. საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























