ფოთის მერია - ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი ფუნქციონირებას სრული დატვირთვით 29 ივლისიდან დაიწყებს

29 ივლისიდან, ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ფუნქციონირებას სრული დატვირთვით დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, პირველ ღონისძიებას - საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.

ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსის ყველა სივრცე ადაპტირებულია.

,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ჩვენს ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. მადლობა მინდა ვუთხრა ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას და ცენტრალურ ხელისუფლებას. ქალაქში გაჩნდა შესაძლებლობა მოსახლეობამ ისარგებლოს მაღალი სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი სერვისით და ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ტურნირებს, სპორტის მრავალ სახეობაში", -აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მიერის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, კომპლექსი აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა