არჩილ ჩიქოვანი - სუპერთასის რიგი მატჩები ბათუმში გაიმართება

სუპერთასის რიგი მატჩები ბათუმში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიის პრესამსახურიდან აცნობეს.

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის მერია განაგრძობს კლუბის მხარდაჭერას, რათა „ბათუმმა“ ევროტურნირებზე წარმატებით იასპარეზოს, ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო მასშტაბით.

„ვულოცავ ჩვენს ქალაქსა და ქართული რაგბის დიდ ოჯახს უდიდეს წარმატებას - სარაგბო კლუბი „ბათუმი” ევროპის რაგბის სუპერთასის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ვუსურვებ მათ გამარჯვებას.

აღსანიშნავია, რომ სუპერთასის რიგი მატჩები ბათუმის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმს უკვე აქვს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებების გამართვა ჩვენი ქალაქის პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს. მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მინდა ვაცნობო ჩვენს თანაქალაქელებს - არგენტინის ეროვნული ნაკრები გეგმავს მსოფლიო ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეხვედრა ბათუმში ჩაატაროს. ბათუმისთვის, როგორც სპორტის ქალაქისთვის, ეს კიდევ ერთი უდიდესი წარმატება და აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ ბათუმში, 10 ივლისს ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. აღნიშნულ მატჩზე, „ექვსი ერის ჩემპიონატში“ საქართველოს ჩართვაზე დაწერეს მსოფლიოს გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა: Daily Mail, La Reppublica, La Gazzeta dello Sport, Rugby World, Rugbypass. სტატიებში ყურადღებაა გამახვილებული ბათუმში არსებულ მიმზიდველ გარემოზე და ბათუმზე, როგორც რაგბისთვის შესაფერის ქალაქზე. როგორც Daily Mail-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, ბათუმმა, რომელსაც შავი ზღვის ლას ვეგასს ეძახიან, ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და საგრძნობლად განვითარდა. ევროპის სუპერთასის მატჩების ბათუმში ჩატარება კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ბათუმს, როგორც ტურისტულ რუკაზე, ისე სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით. ბათუმის მერია განაგრძობს კლუბის მხარდაჭერას, რათა „ბათუმმა“ ევროტურნირებზე წარმატებით იასპარეზოს, ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო მასშტაბით. აქვე მადლობას ვუხდი საქართველოს რაგბის კავშირს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ასევე განცხადებას ავრცელებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე -„ვულოცავ „ბათუმს” დიდ აღიარებას, - რაგბიში ევროპის სუპერთასის ჩემპიონატზე მიწვევას, - ეს დიდი სიხარულია მთელი ქართული სარაგბო ოჯახისთვის, გულშემატკივრების, მედიის, მთავრობისა და რაგბის მეცენატის, ბიძინა ივანიშვილისთვის. მსხვილი სპორტული ტურნირების მასპინძლობით ბათუმი სპორტის დედაქალაქის სტატუსს იძენს რაც მის სარეკრეაციო, ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მძლავრად წარმოაჩენს, - ამის დასტურია ისიც, რომ როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან მაცნობეს, აპირებენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეკრება ბათუმში გაიარონ. აჭარას, მთლიანად საქართველოს, ყველას, ვისაც ქვეყნის წარმატება უხარია ვულოცავ რაგბიში მიღწევებს, - ერთად დავდოთ ლელო ყველა ასპარეზზე“. - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება