კახა გოგოლაშვილი - ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილის ანტიდასავლური რიტორიკა 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, „ქართულ ოცნებას“ იმ არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების თავის სასარგებლოდ გამოყენება უნდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული საბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად 2023 წლის ბოლომდე გადაუვადა.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? ევროკავშირის ისტორიაში ამგვარი რამ თუ მომხდარა და პარალელების გავლება თუ შეიძლება?

- იყო დაპირება, რომ ევროკომისია 6 თვის თავზე განიხილავდა რამდენად შეძლო საქართველომ რეკომენდაციების შესრულება. თუ შესრულებული გექნებათ, კი ბატონო, ჩვენ მოგანიჭებთ კანდიდატის სტატუსს. მაგრამ, თუ არ იქნება შესრულებული, მერე სხვა დროს გავიხილავთ თქვენს საკითხს.

ვიდრე არ შევასრულებთ, მანამდე ევროკომისია არ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ევროკომისია ამბობს, რომ საქართველოს საკითხს 2023 წელს განიხილავენ. თვე არ უთქვამთ, მაგრამ იგეგმება 2023 წლის შემოდგომაზე.

პარალელებზე საუბარი ჩემთვის რთულია. ვიცი, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობა განცხადების შეტანის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე კარგა ხანი ელოდნენ პასუხს. ზოგი წელწადნახევარი, ზოგი ორი წელი, ზოგი ოთხი წელი. მაგალითად, ბოსნია-ჰერცოგოვინა ამ პასუხს უკვე მეშვიდე წელია ელოდება.

მათთვის ვადები არავის დაუწესებია, ევროკავშირი ამ ქვეყნებზე პერიოდულად ამზადებს ანგარიშს. სერიოზულად ამოწმებენ შეასრულა თუ არ შეასრულა რეკომენდაციები. მთავარი ისაა, რომ როცა ქვეყანა შეასრულებს, ევროკომისია განიხილავს და შემდეგ იღებს დადებით გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება დღეს ჩვენს სიტუაციას. საქმე იმაშია, რომ ევროკომისიაში მიხვდნენ, რომ გადაჭარბებული იყო იმედი იმისა, რომ საქართველო 12 პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებდა. ეს ცხადი მათთვის მას შემდეგ გახდა, როცა თითქმის ერთი თვე გავიდა რაც რეკომენდაციები მოგვცეს და ამ ერთ თვეში საქართველოში არაფერი გაკეთებულა. გაკეთებულა კი არა, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად სასაუბროდაც არ დამსხდარან.

ევროკომისიაში მიხვდნენ, რომ გადაჭარბებული იყო იმედი იმისა, რომ საქართველო 12 პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებდა. ეს ცხადი მათთვის მას შემდეგ გახდა, როცა თითქმის ერთი თვე გავიდა რაც რეკომენდაციები მოგვცეს და ამ ერთ თვეში საქართველოში არაფერი გაკეთებულა. გაკეთებულა კი არა, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად სასაუბროდაც არ დამსხდარან

12 პუნქტიანი რეკომენდაციების პირველი პუნქტის შესასრულებლად, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს, ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. პირიქით, მხარეებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით ვითარება გამწვავდა კიდეც.

„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევაზე. პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ სექტემბრამდე შეუძლებელია რაიმე კანონის მიღება. თუ რეკომენდაციების შესასრულებლად რაღაც კანონების მიღებას დაიწყებენ, გასაგებია, რომ წლის ბოლომდე მათი მიღება ვერ მოხდებოდა.

რადგან ასე განვითარდებოდა პროცესები, ევროკომისია ვერც მოასწრებდა წლის ბოლომდე ჩვენი საკითხის განხილვას და ანგარიშის დაწერას საქართველოს შემოდგომის ბოლომდე შეასრულებინა რეკომენდაციებიი. ამიტომ, მათ ამ თემების განხილვა დროში გადაავადეს და ჩვენც მეტი დრო მოგვეცა მათ შესასრულებლად.

- თქვენ საკითხის ტექნიკურ დეტალებზე გაამახვილეთ ყურადღება. ფაქტია, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების თემა ქვეყნის თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა.

ფაქტია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკომისია შეეცადა საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების გამო პოლიტიკური ტემპერატურა დაეწია.

თქვენი დაკვირვებით როგორ აისახება რეკომენდაციების შესრულების გადავადება ხელისუფლების, ოპოზიციისა და იმ სამოქალაქო საზოგადოების მოქმედებებზე, რომლის ინიციატივითაც რუსთაველზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა?

- რაც შეეხება ტემპერატურის დაწევას, ალბათ ეს მართლაც ასეა. მართლა შემცირდება ხელისუფლებაზე ის პრესინგი, რომელიც ხელისუფლებაზე იყო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

რაც შეეხება თავად საკითხს - რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა კვლავ ძალაში რჩება. მოსახლეობა დაძაბული იქნება იმის გამო, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, რომელსაც ჰქონდა შანსი ანალოგიური სტატუსი მიეღო, ვერ მიიღო და თანაც ეს საკითხი იწელება.

რეკომენდაციების შესრულების გადავადება პოლიტიკურ განმუხტვას არ გამოიწვევს. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება რაც მეტად გადავადდება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არმიღება. გადავადება რომ თავისთავად გამოსავალი არაა, ცხადია.

ევროკომისიისთვის, როგორც გარკვეული თვალსაზრისით ბიუროკრატიული ორგანოსთვის გადავადება გამოსავალია. თუ ევროკომისია ვერ მოასწრებდა ანგარიშის დაწერას, მაშინ მას დაჰბრალდებოდა ანგარიშის ვერმოსწრება.

ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გადავადება ჩვენთვის კარგია. ჩვენ ნამდვილად ვერ მოვასწრებდით 12-ვე პუნქტის შესრულებას. თუ ევროკომისიის დასკვნა დაიწერებოდა, იგი ასეთი იქნებოდა - საქართველომ შეასრულა 3-4 პუნქტი, მაგრამ რადგან ყველა ვერ შეასრულა, მათ შესრულებას სჭირდება კიდევ დრო. ეს იქნებოდა ჩვენთვის კიდევ უფრო უარესი, რადგან იგი ევროკომისიას საშუალებას მისცემდა ჩვენი საკითხი დიდი ხანი არ განეხილა.

ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გადავადება ჩვენთვის კარგია. ჩვენ ნამდვილად ვერ მოვასწრებდით 12-ვე პუნქტის შესრულებას. თუ ევროკომისიის დასკვნა დაიწერებოდა, იგი ასეთი იქნებოდა - საქართველომ შეასრულა 3-4 პუნქტი, მაგრამ რადგან ყველა ვერ შესრულა, მათ შესრულებას სჭირდება კიდევ დრო. ეს იქნებოდა ჩვენთვის კიდევ უფრო უარესი, რადგან იგი ევროკომისიას საშუალებას მისცემდა ჩვენი საკითხი დიდი ხანი არ განეხილა

- იმისათვის, რომ ევროპული რეკომენდაციები შესრულდეს, ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან დიალოგი. ამის მსგავსი არაფერი ხდება. ის განცხადებები, რომელიც გადავადების შემდეგ მოვისმინეთ ხელისუფლებისაგან და ოპოზიისაგან, არანაირ საფუძველს არ იძლევა იმის, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის ამ თემებზე დიალოგი შედგება.

არაა გამორიცხული ამ თემებზე პროცესები ისე განვითარდეს, რომ თუნდაც 2023 წლის ბოლოსთვის შედეგი მაინც არ იყოს კარგი...

- გეთანხმებით, არაა გამორიცხული ასე იყოს. თუ რატომ შეიძლება ასე მოხდეს, მე გარკვეული ეჭვები მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აინტერესებდეთ 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხელისუფლებას, შესაძლოა, იმიტომ არ აინტერესებდეს 2023 წლის ბოლომდე 12-ვე რეკომენდაციის შესრულება, რომ ისეთი პირობები აქვს შესასრულებელი, რაც მას ხელს შეუშლის არჩევნებში გამარჯვებაში. ოპოზიციას, შესაძლოა, იმიტომ არ აინტერესებდეს ეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას ეძლევა დამატებითი არგუმენტები და შანსები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ხელისუფლებას, შესაძლოა, იმიტომ არ აინტერესებდეს 2023 წლის ბოლომდე 12-ვე რეკომენდაციის შესრულება, რომ ისეთი პირობები აქვს შესასრულებელი, რაც მას ხელს შეუშლის არჩევნებში გამარჯვებაში. ოპოზიციას, შესაძლოა, იმიტომ არ აინტერესებდეს ეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას ეძლევა დამატებითი არგუმენტები და შანსები ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ხელისუფლება ისაუბრებს იმაზე, რომ მან ქვეყანას მიაღებინა ასოცირების შეთანხმება და ახლა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში მონაწილე აღმოჩნდეს არა მხოლოდ ორი ძალა - ხელისუფლება და ოპოზიცია, არამედ უკვე საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი.

დღეს შეიძლება თქმა იმისა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც უნდა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს აქტიური და სულ ცოტა ხნის წინ ქუჩაში გამოსული სამოქალაქო სექტორია.

ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა ეჩქარება სამოქალაქო სექტორს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერც საზოგადოება და ვერც სამოქალაქო სექტორი ვერ მიიღებს. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა.

- ვთანხმდებით, კარგია, რომ ევროკომისიამ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება გადაგვივადა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, ისეთი ხასიათი მიიღო აშშ-ს ელჩის კრიტიკამ, ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების ტირაჟირებამ, იყო განცდა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები მზად იყვნენ ქუჩაში აქციების დასაწყებად ივანიშვილის სანქციებისგან დასაცავად.

შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ივანიშვილის მხარდამჭერები ანტიდასავლური ლოზუნგებით ქუჩაში არ გამოვლენ?

- „ქართულ ოცნებას“ გამოეყო დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც აპირებს ანტიდასავლურ რიტორიკაზე ააგოს თავისი დისკურსი. არ ვიცი ამ გუნდს რა მიზნები აქვს. ჩემი აზრით, მათი გააქტიურება არა კანდიდატის სტატუს უკავშირდება, არამედ უფრო მეტად 2024 წლის არჩევნებს.

დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანტიდასავლური პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობა შემცირდეს. პირიქით, ისე ჩანს, რომ ისინი იმედებს ამყარებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებზე.

მაგრამ, რადგან მათ, მათთვის ღიად ხელის შეწყობა არ შეუძლია, ხალხის ამ კატეგორიას იმედს აძლევენ რომ მათი განცხადებებით ისინი მათ ინტერესებს გამოხატავენ. მათი აქტიურობა ასევე გათვლილია ნეიტრალურ, ან გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხმას „ქართული ოცნებას“ აძლევენ.

რადგან „ქართული ოცნება“ მათთან კომუნიკაციას ღიად ვერ ახერხებს, გადაწყვიტეს მათზე ემუშავა „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილ ჯგუფს იმისათვის, რომ ამომრჩეველთა ეს კატეგორია 2024 წლის არჩევნებზე ხმას მათ მისცემს.

არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა ჯგუფმა, რომლებიც ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობებით გამოირჩევიან, პარტია შექმნან, ცალკე იყარონ კენჭი, შემდეგ კი იფიქრონ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე. ვფიქრობ, ეს უფროა მათი აქტიურობის მიზეზი, ვიდრე სხვა თემები.

არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა ჯგუფმა, რომლებიც ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობებით გამოირჩევიან, პარტია შექმნან, ცალკე იყარონ კენჭი, შემდეგ კი იფიქრონ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე. ვფიქრობ, ეს უფროა მათი აქტიურობის მიზეზი, ვიდრე სხვა თემები

- გამოდის გათვლა იმაზეა, რომ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილის ჯგუფმა და შემდეგ მათთან გაერთიანებულმა საკრებულოს დეპუტატებმა 2024 წლის არჩევნებზე კონკურენცია უნდა გაუწიონ „პატრიოტთა ალიანსსა“ და ალტინფოს?

- დიახ, ზუსტად ასეა. „ქართულ ოცნებას“ არა აქვს იმედი, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და ალტინფო მათ მიმართ სრულად ლოიალური იქნება. მეორეცაა, მათ შემდეგ პარლამენტში მოხვედრის დაბალი შანსები აქვთ, მაგრამ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილის ანტიდასავლური რიტორიკა არა კანდიდატის სტატუსს, არა ივანიშვილის სანქციებისაგან დაცვას, არამედ 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, „ქართულ ოცნებას“ იმ არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და ალტინფოს მხარდამჭერების თავის სასარგებლოდ გამოყენება უნდა.

„ქართულ ოცნებას“ სურს „პატრიოტთა ალიანსისა“ და ალტინფოს მხარდამჭერები შემდეგ არჩევნებზე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს

თუ ბარიერი 2%-მდე დაიწია, მაშინ „პატრიოტთა ალიანსს“ და ალტინფოს და სხვებსაც ექნებათ პარლამენტში მოხვედრის შანსები, მაგრამ ნაკლები, ვიდრე „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს, რომლებიც აცხადებენ - ჩვენ კი გავედით „ოცნებიდან“, მაგრამ, ჩვენ მაინც „ქართულ ოცნებაში“ ვართ.

ცალკე თემაა ასევე ის, რომ დეპუტატები ანტიდასავლურ კამპანიას უფრო კვალიფიციურად ეწევიან, ვიდრე ამ საქმეში მათი კონკურენტები „პატრიოტთა ალიანსიდან“ და ალტინფოდან.

- მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაციების შესასრულებლად დრო გადაგვივადა, პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა განაცხადა - „ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია, ჩვენი პასუხისმგებლობაა 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს და ამას გავაკეთებთ“.

მანამდე ვნახეთ, რომ მმართველმა გუნდმა ევროკავშირს დაუწყო ვაჭრობა - კანდიდატის სტატუსი მოგვეცით და ჩვენ ამის შემდეგ მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ბარიერის 2%- მდე დაწევას ეხება.

არადა, რეკომენდაციებში საუბარია საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო კანონის გაუმჯობესებაზე და არა ბარიერის დაწევაზე. რა გამოდის, ბარიერის თემა ასე ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“?

- რეკომენდაციაში, შესაძლოა, პირდაპირ არ არის ბარიერზე ნათქვამი, მაგრამ რეკომენდაცია მინიშნებას აკეთებს შარლ მიშელის შეთანხმებაზე და რამდენადაც მახსოვს, ასევე სხვა შეთანხმებებზე.

როდესაც ევროკომისია საარჩევნო საკითხებთან გაცემული რეკომენდაციების შესრულებას განიხილავს, თუ ბარიერთან დაკავშირებით ცვლილება არ იქნა მიღებული, ის არ ჩათვლის, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია. ისინი იტყვიან, ამაზე ხომ იყო შეთანხმება მიღწეული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის? ამიტომ იგულისხმება რომ ბარიერიც უნდა იქნას დაწეული.

შესაძლოა, ეს რბილი ვალდებულებაა და შესაძლო, არც შესრულდეს. თუ ოპოზიცია იტყვის, რომ ჩვენ გვაწყობს ასეთი საარჩევნო კოდექსი, მაშინ ევროკომისიას პრეტენზიებიც არ ექნება.

დიახ, ნაკლებად ლოგიკურად გამოიყურება ხელისუფლების მხრიდან 2%-იანი ბარიერის თემის წინ წამოწევა. საერთოდ, ვაჭრობა და ევროკავშირისთვის რაღაც პირობების წაყენება, ნამდვილად არაა ადეკვატური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და არც სერიოზულადაც არ გამოიყურება. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ამაში სტრატეგიას ვერ ვხედავ.

ვაჭრობა და ევროკავშირისთვის რაღაც პირობების წაყენება, ნამდვილად არაა ადეკვატური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და არც სერიოზულადაც არ გამოიყურება. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ამაში სტრატეგიას ვერ ვხედავ

- პარლამენტის თავმჯდომარემ რომ თქვა წლის ბოლომდე რეკომენდაციებს შევასრულებთო, თქვენ ეს დაპირება რამდენად რეალისტურად აღიქვით? განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც დეპოლიტიზაციას და დეოლიგარქიზაციას ეხება?

- აბსოლუტურად არარეალურია და ეს განცხადება გაკეთებულია ისევ ამომრჩევლების დასაბნევად. რა თქმა უნდა, დეპოლიტიზაციისა და დეოლიგარქიზაციის გარეშე რეკომენდაციები შესრულებულად ვერ ჩაითვლება. მაგრამ, შეუძლიათ თქვან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროკავშირმა არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი.

ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს წინასწარ, - შემოგვიერთდება თუ არა ოპოზიცია, მაინც გავაკეთებთ რაღაცას, თან იხსნიან ამომრჩევლის წინაშე იმის ვალდებულებას, რომ ოპოზიციასთან უნდა მონახონ სასაუბრო ენა. თუ ევროკავშირმა 2023 წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი არ მოგვცა, „ქართული ოცნება“ თავის თავს კი არა, ოპოზიციას დააბრალებს და არა იმას, რომ თავად ვერ შეძლო ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დაწევა.

თუ ევროკავშირმა 2023 წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი არ მოგვცა, „ქართული ოცნება“ თავის თავს კი არა, ოპოზიციას დააბრალებს და არა იმას, რომ თავად ვერ შეძლო ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დაწევა

თითქოს, ეს ლოგიკა რთული გასაგებია, რა თქმა უნდა, რთული გასაგებია, მაგრამ, რადგან ეს პროცესი ტყუილების, ევროკავშირზე გადაბრალების გზით წავიდა, მათ შორის იმის მტკიცებით, რომ თითქოს დასავლეთს სურს ჩვენი ომში ჩართვა, რაც თავის თავად აბსურდი და ტყუილია. რადგან ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია, მაშინ, გამორიცხული არაა, რომ ისინი კიდევ ბევრი ტყუილის თქმას შეეცდებიან.

- ზემოთ ვისაუბრეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტიდასავლურმა და ანტიამერიკულმა რიტორიკამ ქვეყნის შიგნით და გარეთ ბევრი გააკვირვა.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები?

- „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხედავს, რომ ივანიშვილითვის სანქციების დაწესება არ მოხდება, მაგრამ, ეს თემა ძალიან მოეწონათ და ააგორეს იმისთვის, რომ მეტი ლეგიტიმაცია შეიძინოს მათი მხრიდან ანტიდასავლურმა და ანტიამერიკულმა რიტორიკამ. თუ გნებავთ, გამართლდეს საერთო გუნდიდან დეპუტატების გამოსვლა ანტიევროპული და ანტიამერიკული ყიჟინი. თუნდაც აშშ-ს ელჩზე თავდასხმები.

გამართლდეს იმისთვის, რომ ისეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, როგორც ივანიშვილია, ვინმე აპირებს სანქციების დაწესებას. „ქართულმა ოცნებამ“ მშვენივრად აიტაცა ეს თემა. არადა ერთი ორჯერ ითქვა, რომ შეიძლება დაუწესდესო სანქციები. მართალია ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ საკითხზე წერია, მაგრამ მაინც ზედაპირულად. როგორც ჩანს, ამ ჩანაწერს უფრო პრევენციული ხასიათი აქვს, ვიდრე რეალური.

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემა ხელისუფლებამ უფრო გააქტიურა თავისივე მცდარი ანტიდასავლური დისკურსის გასამყარებლად, ვიდრე ოპოზიციამ

ეს თემა იმდენად ოპოზიციას არ გაუღვივებია, რამდენად სახელისუფლებო გუნდს. ოპოზიციას იმიტომ არ გაუკეთებია ეს, რომ მათ კარგად იციან, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, ძალიან რთული საკითხია.

ვფიქრობ, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემა ხელისუფლებამ უფრო გააქტიურა თავისივე მცდარი ანტიდასავლური დისკურსის გასამყარებლად, ვიდრე ოპოზიციამ.

- 40-მა ქვეყანამ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში განცხადება შეიტანა, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო.

ორიოდე თვის წინ საქართველო იყო სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი ინიციატორი იყო რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი ეგო და რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში განცხადებას მოაწერა ხელი.

კარგია, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში პირველ განცხადებაზე ხელი აქვს მოწერილი, მაგრამ მეორეზე რომ არსად ვფიგურირებთ, გაუგებარი და სამწუხაროა. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- კარგი იქნება, თუ ამ თემაზე გასაგებ პასუხს თუ რატომ მოხდა ასე, ხელისუფლების წარმომადგენლები გასცემენ. შესაძლოა, საქართველო არც მიიწვიეს მეორე განცხადების შემტანმა 40 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. ან საქმე გვქონდეს ჩვენი მხრიდან დაშვებულ დიპლომატიურ შეცდომასთან. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოვახერხეთ ამ განცხადებაზე შეერთება.

უფრო რეალისტურად ჩანს ის, რომ შესაძლოა განცხადებაზე ხელმომწერმა ქვეყნებმა საქართველო არ მიიწვიეს, ვიდრე ის, რომ საქართველოსაც შესთავაზეს და მან უარი ღიად თქვა.

უფრო რეალისტურად ჩანს ის, რომ შესაძლოა განცხადებაზე ხელმომწერმა ქვეყნებმა საქართველო არ მიიწვიეს, ვიდრე ის, რომ საქართველოსაც შესთავაზეს და მან უარი ღიად თქვა

ძალიან ძნელია იმის ახსნა თუ რატომ მოხდა ასე. გამიჭირდება იმის თქმაც, ამიერიდან არსებობს თუ არა შესაძლებლობა საქართველო შეუერთდეს ამ განცხადებას. რაც მოხდა, მე უფრო დიპლომატიური იაღლიში მგონია და არა ოფიციალური თბილისის პრობლემური პოზიცია ამ საკითხში.

არ გამოვრიცხავ, რომ მომხდარი აშშ-ს ელჩზე თავდასხმებსაც უკავშირდებოდეს, რის შემდეგაც ჩათვალეს რომ ჩვენს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ უნდა ჰქონოდათ. კიდევაა ერთი რამ - ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი მეორე განცხადების რაოდენობა ემთხვევა იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებიც აშშ-ს ინიციატივით რამშტაინში იკრიბებიან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს