თორნიკე რიჟვაძე - სარაგბო კლუბი ,,ბათუმი” ევროპის სუპერთასის ჩემპიონატზე იასპარეზებს - ბათუმი გამარჯვების ქალაქია

ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული სიახლე აქვს. რაგბის კლუბი ბათუმი Rugby Europe Super Cup-ზე ითამაშებს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბათუმი გამარჯვების ქალაქია! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული სიახლე ბათუმს - საქართველოს ჩემპიონი, სარაგბო კლუბი ,,ბათუმი” ევროპის რაგბის, სუპერთასის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ბათუმს, ქართულ სარაგბო ოჯახს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ აღიარებას!“ ,- ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნებულ „პოსტში“.

აჭარის მთავრობის ცნობით,სუპერ თასის ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება. სუპერ თასზე რაგბის კლუბ „ბათუმის“ გარდა, კიდევ ერთი ქართული გუნდი „შავი ლომი“ ითამაშებს.

1969 წელს დაარსებულმა „ბათუმმა“ „დინამო არენაზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში „ყოჩები“ 23:14 დაამარცხა და 2022 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა