ასოციაცია „მერკურსა“ და ხობის მუნიციპალიტეტს  შორის მემორანდუმი გაფორმდა

ასოციაცია „მერკურსა“ და ხობის მუნიციპალიტეტს  შორის მემორანდუმი გაფორმდა

ხობის მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია „მერკურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და ასოციაცია „მერკურის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნანა თოდუამ მოაწერეს ხელი.

მხარეების ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს: ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას.