ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა

დღეს, ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა. ფოთის მერიის ინფორმაციით, მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

„ღონისძიების საზეიმო გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალს ათი დღის განმავლობაში, ფოთის ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს. მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.