წალენჯიხაში საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა

წალენჯიხაში მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, „Art-festival წალენჯიხამ“ 6 დღის განმავლობაში თავი მოუყარა ხელოვანებს, სამხატვრო აკადემიის პროფესორ მასწავლებლებს და სტუდენტებს.

წალენჯიხელ და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახვითი ხელოვნების კუთხით მიეღოთ საჭირო გაკვეთილები და ემუშავათ ცნობილ პროფესორ-მასწავლებლებთან და თანატოლებთან ერთად.

"6 დღის განმავლობაში წალენჯიხის Art-festival დამსწრე ახალგაზრდებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი - სამუშაო მასალები, პედაგოგები და აკადემიური გარემო.

წალენჯიხის Art-Festival მამუკა ხაზარაძის პატრონაჟით განხორციელდა. ამ საჩუქრით შეეძლოთ ესარგებლათ წალენჯიხის მეზობელი მუნიციპალიტეტის ბავშვებს და მოზარდებს.

200-მდე ბავშვი პედაგოგების ზედამხედველობის ქვეშ სწავლობდა ხატვის ტექნიკას. პროექტი დასრულდა 16 ივლისს, წალენჯიხის სპორტ დარბაზში გამოიფინა 500-მდე ნამუშევარი. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ფერწერის და სკულპტურის მიმართულებებიდან.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შექმნილი 6 სკულპტურა და ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც საჩუქრად გადაეცა წალენჯიხის თანამედროვე ხელოვნების გალერეას.

შემდეგი პროექტი საოკუპაციო გამყოფ ხაზზე, კერძოდ, ფახულანში დაიგეგმა“, - აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს