სპეციალიზირებული იურიდიული მხარდაჭერა გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებულ დავებზე

სპეციალიზირებული იურიდიული მხარდაჭერა გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებულ დავებზე

ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული პრობლემების გადასაჭრელად, კოლიერსმა საკუთარი სერვისების ნუსხას სპეციალიზირებული იურიდიული მომსახურება დაამატა. მომსახურება სამართლისა და ბუნებრივი რესურსების ექსპერტებს აერთიანებს და მათი ერთობლივი მუშაობით ემსახურება გარემოსდაცვით, სანებართვო, სალიცენზიო, ადმინისტრაციულ და საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.

სერვისი ადაპტირებულია სამშენებლო, ენერგეტიკულ, წიაღის მომპოვებელ, დამამუშავებელ და სხვა ეკონომიკურ სექტორებში ჩართულ კომპანიებზე და ეხმარება მათ საკუთარი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობაში მოყვანაში. კანონიერი ინტერესების შეზღუდვის/დარღვევის შემთხვევებში ისინი შეძლებენ სერვისის ფარგლებში მიიღონ კვალიფიციური დახმარება სამართლებრივ დავებში, მედიაციასა და არბიტრაჟში. დავის საგანი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის უფლებრივი კონფლიქტი გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის: სანებართვო, სალიცენზიო, სოციალური, მიწის, განსახლების, კომპენსაციისა და სხვა.

მომსახურებით ისარგებლებენ სხვადასხვა ტიპის დავაში ჩართული კერძო პირები - პროექტის განმახორციელებელი, დეველოპერი, ოპერატორი, ცალკეულ სექტორში ინვესტირებით დაინტერესებული კერძო პირები, რომლებიც საჭიროებენ კანონიერი ინტერესების დაცვას ადმინისტრაციულ, საერთო სასამართლოების ორგანოებში თუ საერთაშორისო არბიტრაჟში. კოლიერსის ადგილობრივი ოფისის პროფესიონალების გარდა, ცალკეულ დავებში მომხმარებლებს წარმომადგენლობასა და მხარდაჭერას გაუწევენ ამ სფეროში საუკეთესო ექსპერტიზის მქონე იურისტების საერთაშორისო გუნდი ინგლისის, უნგრეთისა და ამერიკის ოფისებიდან.

“ხშირ შემთხვევაში ცალკეულ პროექტში ინვესტირებით დაინტერესებული კერძო პირები კანონიერი მოთხოვნის წარდგენისას ხვდებიან უამრავ ფორმალურ თუ პროცედურულ ბარიერს, რაც აფერხებს პროექტის დაწყებას ან განვითარებას. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ადმინისტრაციულ პროცესში ირღვევა საქმისწარმოების ვადები ან წესდება კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნები სალიცენზიო თუ სანებართვო პროცედურების მიმართ. აღნიშნული ფაქტორები აზიანებს არა მხოლოდ ზოგად საინვესტიციო გარემოს, არამედ აფერხებს კერძო პირების საქმიანობასაც, რომელთაც კანონიერი გადაწყვეტილებების მოლოდინი აქვთ, შინაარსობრივი და ფორმალური თვალსაზრისით. ვფიქრობთ, ჩვენი სპეციალიზირებული მომსახურებით ხელს შევუწყობთ სხვადასხვა სექტორში პასუხისგებლიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და შეიქმნება დარღვეული უფლების აღდგენისა თუ სათანადო კონპენსირების საინტერესო პრეცენდენტები”, - აცხადებენ კოლიერსში.

maia.zavrashvili@colliers.ge | +995 591 22 22 27 | colliers.com

(R)