ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ.

მედიის ინფორმაციით, განსახილველ ზომებს შორის არის რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა.

ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს.

„ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის გადახდა“, - აღნიშულია ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

„ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენი სამიზნე კვლავ პუტინი და კრემლთან დაახლოებული პირები არიან. ასევე წარვუდგენ წინადადებებს საბჭოს სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციაში შეტანის შესახებ, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის შეზღუდვის შესაძლებლობით“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში