ლიზ ტრასი „დიდი ოცეულის“ ფარგლებში პუტინთან შეხვედრაზე - მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ლიზ ტრასის განცხადებით, მზადაა, “დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის კანდიდატებს სატელევიზიო დებატების დროს ჰკითხეს, დასხდებიან თუ არა რუსეთის პრეზიდენტის გვერდით “დიდი ოცეულის“ სამიტზე, რაზედაც ტრასმა უპასუხა, რომ ის პუტინს გამოიწვევს.

„მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს და გამოვიწვიო სასაუბროდ ისეთი დიდი ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა ინდოეთი და ინდონეზია. ანუ, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ, ”- აღნიშნა ტრასმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებმა, პენი მორდაუნტმა, ტომ ტუგენდატმა და კემი ბადენოჩმა განაცხადეს, რომ პუტინთან სასაუბროდ არ დასხდებიან, ყოველ შემთხვევაში, არსებულ პირობებში. რუსებთან საუბარი გამორიცხა ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმაც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს