ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იყენებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იყენებს.

„რუსეთმა იყენებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ფრონტის ხაზის ძალების გასაძლიერებლად და პერსონალის დანაკლისისა და მსხვერპლის შესამსუბუქებლად.

ვაგნერმა, თითქმის დანამდვილებით, ცენტრალური როლი შეასრულა ბოლო ბრძოლაში, მათ შორის პოპასნიასა და ლისიჩჩანსკის დაპყრობაში. ამ ბრძოლამ ჯგუფს დიდი მსხვერპლი მიაყენა“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

უწყების შეფასებით, „ვაგნერი“ აუარესებს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და შავ სიაში შეყვანილ პირებს, რაც, დიდი ალბათობით, იმოქმედებს ჯგუფის მომავალ ოპერატიულ ეფექტურობაზე.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, ახლახან გახდა რუსეთის ფედერაციის გმირი ლუგანსკში „ვაგნერის“ მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ეს, იმ დროს, როდესაც რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის რუსი სამხედრო მეთაური იცვლება, სავარაუდოდ გაამწვავებს უკმაყოფილებას სამხედროებსა და „ვაგნერს“ შორის. ეს ასევე, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს რუსი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთებაზე“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა