რუსთავში, „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

რუსთავში, „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სს „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ცეცხლი ძველ ტომრებს უკიდია.

ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.