რუსთავში, „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავში, „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ძველ ტომრებს მოეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

























