ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ, პროექტები და ინიციატივები წარადგინონ.
მათივე ცნობით, საკონკურსო პროექტების სამიზნე ჯგუფი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან.
„პროგრამა ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და ფოთელი ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას ხელს შეუწყობს.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნონ: cempsypoti@gmail.com.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/3jf9573y,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"