„ზიგზაგი“ - ახალი გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარისგან“

ქართულ ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმელი გამოჩნდა. „ნატახტარი ზიგზაგი“ - ასე ჰქვია ახალ სასმელს, რომელიც კომპანია „ეფეს საქართველომ“ სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებაზე დაყრდნობით შექმნა. „ზიგზაგის“ პროდუქტის მთავარი ნიშანი „გემოების თამაშია“. მისი განსაკუთრებულობა განპირობებულია სხვადასხვა არომატებისა და იშვიათი ინგრედიენტების მიქსით. ბაზარზე ერთდროულად „ზიგზაგის“ არომატების ორი განსხვავებული მიქსია წარმოდგენილი: ფორთოხალი მანდარინით და ჯანჯაფილი დარიჩინითა და ლიმონით. „ნატახტარი ზიგზაგი“ საქართველოს მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.

ბრენდის კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას: “ზიგზაგი“ არის მათთვის, ვინც ცდილობს იყოს გამორჩეული სხვებისგან და შეიგრძნოს ცხოვრება სრულად, ეძებს თავგადასავლებს, არ მიჰყვება დადგენილ წესებსა და სტანდარტებს, სურს ყველაფერი თავისით შეისწავლოს და თავისებურად გააკეთოს. აქედან გამომდინარეობს კამპანიის მესიჯიც: „შენ არავინ გგავს“.

ბრენდის სახელიც „ზიგზაგი“ აქედან მოდის. სასმელი ასეთი სახელით გვეუბნება, რომ გემო არ მიჰყვება ერთ ხაზს, ის მოულოდნელობებით სავსეა, სათავგადასავლოც კი. კონცეფციიდან გამომდინარე „ზიგზაგი“ არის მეამბოხე, ნონკონფორმისტი, უყვარს ძიება, არ აშინებს დაბრკოლებები. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, არ გზღუდვას და უფრო თავისუფალს გხდის.

„ჩვენი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს, ვსწავლობთ ქცევასა და დამოკიდებულებებს. სწორედ ასეთი კვლევების შედეგად გამოიკვეთა ახალი გამაგრილებელი სასმელის შექმნის იდეა. ეტაპობრივი სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებით შევქმენით სრულიად ახალი ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულად მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის.“, - გვეუბნება „ეფეს საქართველოს“ უალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი გურანდა ნემსაძე.

კამპანიის ფარგლებში კომპანია „ეფეს საქართველოსა“ და სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-თან თანამშრომლობით ასევე შეიქმნა ვიდეორგოლიც.

https://www.youtube.com/watch?v=x6_4w7Ex5Ls&feature=emb_title

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა