მეუფე გრიგოლი - ძალიან ვწუხვართ როცა ჩვენი თანამემამულეები იღუპებიან რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ასევე სიამაყითაც გვევსება გული, რომ ისინი იქ ქართულ საქმეს აკეთებენ

ჩვენ ძალიან ვწუხვართ როცა ჩვენი ძმები, ჩვენი თანამემამულეები იღუპებიან რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ასევე სიამაყითაც გვევსება გული, რომ ისინი იქ ქართულ საქმეს აკეთებენ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე მეუფე გრიგოლმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კახა გოგოლის დაკრძალვაზე განაცხადა, სადაც ის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად მივიდა.

მეუფე გრიგოლმა დაღუპულ ჯარისკაცს პანაშვიდი გადაუხადა. მისი თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები თვალებში ჩაჰყურებენ ბოროტებას, რომელიც ცდილობს, რომ გაიმარჯვოს. მისივე თქმით, ეს ბოროტება ვერ გაიმარჯვებს.

„დღეს არის ტკივილით აღსავსე დღე, მაგრამ ეს არის ერთგვარი სიამაყის დღეც. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, როცა ჩვენი ძმები, ჩვენი თანამემამულეები იღუპებიან რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ასევე სიამაყითაც გვევსება გული, რომ ისინი იქ ქართულ საქმეს აკეთებენ. ისინი თვალებში ჩაჰყურებენ იმ ბოროტებას, რომელიც ცდილობს რომ გაიმარჯვოს, მაგრამ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. თავისუფლების სული ისეთი არის, მას ვერაფერი დაამარცხებს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბრძვიან ჩვენი ქართველი თანამემამულეები უკრაინაში“, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ცნობისთვის, კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან 15 დღეში წავიდა. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა