არჩილ ჩიქოვანი - ბიუჯეტის ცვლილებები თითოეულ ბათუმელზე არის მორგებული

ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის ზრდა ორი ძირითადი კომპონენტით - საკუთარი შემოსავლების ზრდითა და კაპიტალური ტრანსფერითაა განპირობებული.

„ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია ორი კომპონენტით. ერთი, საკუთარი შემოსავლების ზრდით, რომელიც 34 მილიონ ლარზე მეტია და მეორე, კაპიტალური ტრანსფერით, რომელიც 4 მილიონ ლარს შეადგენს და მიმართულია მუნიციპალური ავტოპარკის განახლებისკენ.

ბიუჯეტში მკვეთრად განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებები.

ყველა კომპონენტში გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, როგორც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ ნაწილში, სადაც 5 უმნიშვნელოვანესი ღონისძიება დაემატა.

რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, ბოლო პერიოდში, ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა როგორც ჩვენს სპორტსმენებს, ასევე ქალაქს. შესაბამისად, დაფინანსება გაეზარდა სპორტულ კლუბებს, რათა განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ მათ.

საბიუჯეტო ცვლილები არის საკმაოდ მასშტაბური, რასაც შეაფასებენ ჩვენი თანაქალაქელები. ბათუმში ტურიზმის სეგმენტის აღდგენა, გაუმჯობესება და ეკონომიკური აქტივობის გაზრდა საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილზე ეფექტურად აისახა.

ყველა ის ცვლილება, რაც ბიუჯეტში განხორციელდა, არის თითოეულ ბათუმელზე მორგებული“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს