მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერმა პირადად მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია მარნეულის თითოეულ მოქალაქესთან ინდივიდუალური კომუნიკაცია, რათა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მერიის კომპეტენციის ფარგლებში დროულად შევძლოთ მათი დახმარება. მოქალაქეებთან შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად განვაგრძობ“,- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია.