სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევების ჩამონათვალს ახალი მეთოდები დაემატა

სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში, ისეთ სასურსათო პროდუქტებში, როგორიცაა თაფლი, რძე, ხორცი და თევზი, ანტიბიოტიკების კვლევების ჩატარება უკვე შესაძლებელია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კვლევები მიმდინარეობს როგორც სწრაფი, ასევე, რეფერენს (დამადასტურებელი) მეთოდებით.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია რძეში, ხორცსა და თევზში ანტიბიოტიკების კვლევებზე.

„აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებით დაბინძურებული სურსათი საფრთხეს უქმნის ადამიანს ჯანმრთელობას. ანტიბიოტიკების შემცველი საკვები პროდუქტების პერმანენტული მიღების დროს, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის არაეფექტიანობა საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო შედეგები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა