გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დოღში გამარჯვებულები დააჯილდოვა

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დოღში გამარჯვებულები დააჯილდოვა

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორში გამართულ დოღში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გორის მერიის მუნიციპალიტეტის ცნობით, გამარჯვებულებს, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. „საცხენოსნო დოღში, არაშენდის მთაზე, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა. დოღი გორში გორის მერიისა და საცხენოსნო კლუბი „კენტავრის“ თანადაფინანსებით ჩატარდა. საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ის უკვე მესამედ გაიმართა. შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.