ფოთის მერიამ ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით,უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა

ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა, უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და დიზაინერული საქმიანობის მიმართულებით. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები. დაიგეგმა სტაჟირების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს წარმატებულ სტუდენტებს დასაქმდნენ და განახორციელონ თავიანთი ინოვაციური იდეები ჩვენს ქალაქში.

„ფოთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, დავით კვიციანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე კირთაძემ მოაწერეს. სტუდენტებმა, შეხვედრაზე საკონკურსო და სემესტრული ნაშრომების ფარგლებში, პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს კონკრეტული პროექტები ქალაქგეგმარების და ურბანული განვითარების მიმართულებით. მემორანდუმი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და განათლების სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა