ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია - არ ველოდებით, ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს

კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია - საზოგადოებაში პანიკა არ არის, პროგნოზულად არ არის ის ვითარება, რომ ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.

„მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები მზარდია. ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაზრდილია, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ შემცირდა რეპროდუქციის ინდექსი ანუ გავრცელების ინტენსივობა, გავრცელების ტემპი, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია. თუ ჩვენ ყოველ კვირა გვქონდა შემთხვევების გაორმაგება, ახლა, ბოლო კვირას მომატებულია რაოდენობა, თუმცა ეს არ არის 2-ჯერ მეტი, როგორც წინა კვირაში. ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირებულია. ჩვენთან ძირითადად ცირკულირებს BA.4 და BA.5, უპირატესად BA.5 შტამი. რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი სიკვდილიანობა არ იმატებს, დღეში გვაქვს 1 ან არცერთი გარდაცვალება. არც კლინიკებია გადატვირთული. BA.5 ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. შემთხვევების ზრდა არის, მაგრამ არ არის საზოგადოებაში პანიკა, პროგნოზულად არ არის ისეთი ვითარება, რომ გვქონდეს ისეთი ტალღა, როგორც გასულ აგვისტოს. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა