დიდ დიღომში „ავერსის“ კიდევ ერთი ახალი აფთიაქი გაიხსნა

დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე N1-ში „ავერსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა. როგორც სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ გვითხრა, კომპანიამ ამ უბანში ფილიალის გახსნა მოსახლეობის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

- ახალი აფთიაქი, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებით გავხსენით. დღის განმავლობაში მოსული ყოველ სტუმარს საჩუქრად იტალიური ბრენდის - „მესაუდას“ დეკორატიული კოსმეტიკის ნაკრებს გადავცემდით. მომხმარებლს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს ვთავაზობთ: თვის ბოლომდე ახალ ფილიალში მედიკამენტებზე ყოველდღიურად უპრეცედენტოდ დაბალი ფასები გვექნება, ხოლო პარაფარმაცევტულ ნაწარმზე - ექსკლუზიურ ბრენდებსა და თავის მოვლის საშუალებებზე - 30%-დან 50%-მდე ფასადაკლებას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

ახალი აფთიაქი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, სასიამოვნო ინტერიერით, თანამედროვე განათების სისტემით, დარბაზით და თემატურად განლაგებული პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანით. შეგახსენებთ, რომ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 307 აფთიაქით გახლავთ წარმოდგენილი.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა