რუსთავში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ განვითარებისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, რუსთავში, ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან და საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ სპორტულ დირექტორ ბაჩანა ცხადაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„რუსთავის საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაოთ. ჩვენ სტადიონზე გარკვეული ინფრასტრუქტურის აღდგენა უკვე დავიწყეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარებას და წინსვლას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობით, დღეისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოში მიმდინარეობს. ორივე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სველი წერტილების მოწესრიგება, ახალი ელექტროგაყვანილობის მოწყობა და ფასადების შეღებვა.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს კლუბის ყოველდღიურ მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციისთვისა და ფეხბურთელებისთვის უკვე ყველა პირობა შეიქმნება, რომ კლუბმა ნორმალურად იფუნქციონიროს. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რაც ვფიქრობ, მთლიანად ქალაქს და ფეხბურთს გამოაცოცხლებს“, - განაცხადა ბაჩანა ცხადაძემ.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 204 826 ლარია. პარალელურად, რუსთავის მერია საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად, კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

რუსთავის ცენტრალური სტადიონი 1948 წელს აშენდა და ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორციელდა. რუსთავის სტადიონი, ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წელის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან, კი გუნდმა სახელი შეიცვალა და მას „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“ ეწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა