ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს - მოდით, გავჩერდეთ!

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, რათა ბირთვული ომის უფსკრულის თავიდან აცილება მოხდეს.

„უნდა შევჩერდეთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დასავლეთი დაადანაშაულა.

„თქვენ გააჩაღეთ ომი და აგრძელებთ მას,“ - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა და დასძინა, რომ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მოსკოვს რომ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო, რომელსაც ის დასავლეთის სახელმწიფოებისგან ითხოვდა.

„რუსეთს რომ არ დაესწრო თქვენთვის, ნატო-ს წევრებო, თქვენ დაარტყამდით მას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში