m² -ის ისტორიაში პირველად, კომპანიის პროექტებში კომერციული ფართის შეძენაა შესაძლებელი

m²-ის 15-წლიან ისტორიაში პირველად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის პროექტებში კომერციული ფართი შეიძინოს და საკუთარი მომსახურება ან პროდუქტი მოხმარებელს შესთავაზოს.

m²-ის მიმდინარე პროექტებში: m³ საბურთალოზე, m² მირცხულავასა და m² ჭყონდიდელზე კომერციული ფართების გაყიდვა უკვე დაწყებულია. მათი შეძენა მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად, ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან შიდა უპროცენტო განვადებითაა შესაძლებელი.

რადგან m²-ის მისია მაცხოვრებლებისთვის და ზოგადად, ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, კომპანია დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენელს კონსულტაციას გაუწევს - რომელი ბიზნესსაქმიანობა იქნება მოთხოვნადი და მომგებიანი. ამასთანავე, მყიდველს, რომელიც თვითონ არ აწარმოებს ბიზნესს, m² საბროკერო სერვისით ფართის გაქირავებაში დაეხმარება.

„m² უკვე 15 წელზე მეტია, ბაზარზე ოპერირებს, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება და კომპეტენცია დაგვიგროვა დეველოპერულ და უძრავი ქონების სექტორში. კომერციული ფართის m²-ის პროექტებში შეძენის შესაძლებლობა მომგებიანი კომერციული შეთავაზებაა და ის ამ ფართის მომავალში საუკეთესო ფასად გაქირავებას, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან მის მომგებიანად წარმართვას გულისხმობს. კომერციული ფართების გაყიდვის გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას ვაძლევთ, თავისი პროდუქტის თუ მომსახურების შეთავაზების არეალი გააფართოვოს, მეორე მხრივ, კი - ჩვენს მაცხოვრებლებს და ზოგადად, ყველას, ვუქმნით კომფორტს, მათთვის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ხელსაყრელ ადგილას, მარტივად მიიღონ“, - ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m²-ის გენერალური დირექტორი.

m²-ის პროექტებში ფართების შეძენა შეუძლიათ როგორც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე - ფიზიკურ პირებს. სივრცეები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ m²-ის ვებ-გვერდს - www.m2.ge; დაუკავშირდით კომპანიის ცხელი ხაზს, ნომერზე - 2 444 111, ან ესტუმრეთ გაყიდვების ოფისს (წერეთლის118; ალ.ყაზბეგის 15) .

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო