ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2022

უკრაინელებს ახალი სტრატეგია აქვთ, რუსებს ლოჯისტიკურ ცენტრებს უნადგურებენ - მაისაია
აქციები და კონტრაქციები - იქნება თუ არა შემოდგომა პოლიტიკურად ცხელი
***
უკრაინელებს ახალი სტრატეგია აქვთ, რუსებს ლოჯისტიკურ ცენტრებს უნადგურებენ - მაისაია
"უკრაინელები გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიაზე გადავიდნენ, ისინი რუსებს ზურგის მართვისა და ლოჯისტიკურ-საკომუნიკაციო წერტილებს უნადგურებენ, რაც საოკუპაციო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ტემპს აგდებს და აიძულებს, რომ თავდაცვაზე გადავიდნენ და არა იმაზე, რომ შეტევისთვის იზრუნონ - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა. როგორც იგი ამბობს, იმის გამო, რომ საოკუპაციო ჯარებს დასავლური შორსმსროლელი იარაღი სერიოზულ საფრთხეს უქმნის, სამხედრო მოქმედებები მალევე განაახლეს, საჩქარო გეგმა შეიმუშავეს,ოთხი დაჯგუფება შექმნეს და შესაძლოა უკრაინის ტერიტორიიის სიღრმეში შეჭრაც სცადონ”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“, სტატიაში სათაურით, უკრაინელებს ახალი სტრატეგია აქვთ, რუსებს ლოჯისტიკურ ცენტრებს უნადგურებენ - მაისაია
„ექსპერტისვე შეფასებით, ახლა ომის მეორე ფაზის მეორე ეტაპია. „რუსებს უკრაინაში ოპერტიული პაუზა აღარ აქვთ, შეტევაზე გადავიდნენ, სერგეი შოიგუმ ოკუპირებულ დონბასში ინსპექტირება იმ შენაერთებში ჩაატარა, რომლებიც ამ ინტერვენციას ახორციელებენ, მაშინვე გასცა ბრძანება, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაეწყოთ. „რუსებმა როგორც ჩანს სტრატეგიული მოდგომები შეცვალეს, ოთხი საარმიო დაჯგუფება შექმნეს, „აღმოსავლეთი","დასავლეთი","ჩრდილოეთი" და „სამხრეთი", რომლებსაც შესაბამისი სარდლები ხელმძღვანელობენ, ერთ-ერთი დაჯგუფების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი მურადოვია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტიდან ფრონტის წინა ხაზზე გადმოისროლეს. ოთხ საარმიო დაჯგუფებას თავიანთი ოპერატიული მიმართულება აქვთ, გადაჯგუფების და ოპერატიული პაუზის ძირითადი მიზანი ეს იყო. რუსები უკვე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების სტრატეგიაზე გადავიდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
„ამ დაჯგუფებებს როგორც ჩანს ოპერატიული მიმართულება მიენიჭათ და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეშიიც შეჭრა სცადონ. სავარაუდოდ მიმართულებები ასეთი იქნება „ჩრდილოეთის" დაჯგუფების მიმართულება იქნება ხარკოვი, „სამხრეთის"-კრივოეროგი ზაპოროჟიე, „აღმოსავლეთის" მისია ნიკოლაევი ოდესის მიმართულება იქნება, „ჩრდილოეთის"- ხარკოვი. ეს სავარაუდო მიმართულებებია. „რუსეთმა გეგმის რეალიზაცია უკვე დაიწყო, ეს ომის მეორე ფაზის მეორე ეტაპია, ისინი ამ სტრატეგიაზე იმიტომ გადავიდნენ, რომ უკრაინაში არსებული დასავლური ტიპის შორი მანძილის იარაღი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის, უკრაინელები გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიაზე გადავიდნენ, ისინი რუსეთის ზურგის მართვისა და ლოჯისტიკურ-საკომუნიკაციო წერტილებს უნადგურებენ, რაც საოკუპაციო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ტემპს აგდებს და აიძულებს, რომ თავდაცვაზე გადავიდნენ და არა იმაზე, რომ შეტევისთვის იზრუნონ. უკრაინელებმა რუსებს რამდენიმე საცავი უკვე გაუნადგურეს, ასევე განადგურებულია ერთ-ერთი ხიდი, რომლის გამოც რუსებს თუნდაც „სამხრეთის" საარმიო დაჯგუფების მომარაგება გაუჭირდებათ",- განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.
აქციები და კონტრაქციები - იქნება თუ არა შემოდგომა პოლიტიკურად ცხელი
“ოპოზიცია სექტემბრიდან აქციების გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს და როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკური რეალობა ცხელ ფაზაში გადავა. ანალიტიკოსთა შეფასებით, შემოდგომა ცალსახად პოლიტიკურად ცხელი იქნება, ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერონ დასავლეთის კრიტიკისა და ხალხმრავალი აქციების სახით, ვადამდელი არჩევნების დასანიშნად, თუმცა იმასაც არ გამორიცხავენ, რომ თავად „ქართული ოცნება" კონტრაქციებს მოაწყობს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აქციები და კონტრაქციები - იქნება თუ არა შემოდგომა პოლიტიკურად ცხელი
„ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება" და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო." - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" პოლიტიკურად ცხელ შემოიდგომას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ჩვეულებრივი გეგმიური არჩევნებით წარმატებას ვერ აღწევს და ვისაც ქუცაში გასვლა უნდა, ესე იგი „მათ მშვიდობა არ სჭირდებათ", - აღნიშნავს გამოცემა.
„მგონია, რომ შემოდგომა პოლიტიკურად ცხელი იქნება. ომი მაშინაა, როცა ეს ვიღაცას სჭირდება, მშვიდობაც არის მაშინ, როცა ყველა მონაწილეს სჭირდება. თუკი დღეს არიან პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდეთო, ესეიგი მათ მშვიდობა არ სჭირდებათ. „ისედაც ხომ ვხედავთ, რომ მშვიდობიან მდგომარეობაში ჩვეულებრივი საარჩევნო სისტემით მუშაობისას ისინი გამარჯვებას ვერ აღწევენ და რად უნდათ ეს მშვიდობა?! რა თქმა უნდა, არ უნდათ და ისევ იმ ხავსს ეჭიდებიან, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია",- განაცხადა მან. როგორც საყვარელიძე ამბობს, ოპოზიციას აწყობს, რომ 12 პუნქტზე მუშაობა ჩავარდეს, რადგან ეს პროტესტის მუხტს უფრო გაზრდის. „ოპოზიციას უნდა, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით თავიანთი გეგმა დადონ. ეს პრაქტიკულად არშესრულების შედეგი იქნება. ოპოზიციამ დაინახა, რომ საქართველოს ევროპაში შესვლას უამრავი ხალხი გულშემატკივრობს, ასე რომ ევროპამ თუ ჩვენი 12 პუნტი დაიწუნა და თქვა, რომ თქვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მოგანიჭებთ, რადგან ეს პუნქტები შესრულებული არააო, სავარაუიდოა, რომ ქუჩაში ბევრი უკმაყოფილო ხალხი გამოვა. „ალბათ ოპოზიციისთვის ამ მიზნის მიღწევაა სასურველი. ასე რომ, ოპოზიციისგან იმისკენ ნაბიჯების გადადგმა, რომ პროექტი ჩავარდეს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს, გასაკვირი არ უნდა იყოს. უკვე ნახეს, რომ თუ ევროპისგან დაშორება მოხდება, ხალხის უკმაყოფილობა გაიზრდება," - განაცხადა საყვარელიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.
„შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით სექტემბრიდან ანტისაევრობო აქციები დაიწყება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სტრატეგიისთვის მუშაობას გააძლიერებენ როგორც ერთმანეთთან, ისე მოსახლეობასთან, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმაც კონტრაქციები დაიწყოს. „სექტემბრიდან ანტისახელისუფლებო აქციები მოსალოდნელია, ამას გარდა მგონია, რომ ურთიერთობები გაძლიერდება ოპოზიოციურ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის, რომ ერთობლივი სტრატეგია და ტაქტიკა იქნეს შემუშავებული. ასევე მუშაობას გააქტიურებენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. „ქართული ოცნების" მიმართ დასავლეთის გაძლიერებული კრიტიკა ოპოზიციას გარკვეულ სტიმულს მისცემს. „ასევე მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ სხვადასხვა რეგიონებში ხალხთან შეხვედრები დაიწყოს, მეორეს მხრივ, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამაც" თავიანთი მომხრეების მობილიზაცია დაიწყოს და კონტრაქციები გამართოს, ამიტომაც პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა მოსალოდნელი. ხელისუფლების მისამართით დასავლეთის კრიტიკა იზრდება, მეორეს მხრივ, ხელისუფლება სულ უფრო აგრესიული ხდება. „ოცნება" აკვირდება თუ მიტინგზე რამდენი ადამიანი გამოვა, 20 ივნისის მერე ცოტა შეშინებული იყო, რადგან 120 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, თავადაც აღიარეს. „ამიტომაც ხელისუფლებას სხვანაირად უნდა ესაუბრო და ძალა უნდა აჩვენო ხალხის რაოდენობის სახით, მეორეს მხრივ, დასავლეთისგან „ოცნების" მისამართით ჯანსაღი და სამართლიანი კრიტიკა გაძლიერდეს, არაა გამორიცხული, რომ აქციების შედეგად მივიდნენ იქამდე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს",- განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

























