სამინისტრო - არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება

საქართველოს მელიორაციამ გორის მუნიციპალიტეტში, მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები დაასრულა. არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება.

ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ სოფელ დიცში, ბოლო უბანზე, სარწყავი წყლის მიწოდება შეაფერხა. ამ დროისთვის შეფერხება სრულად აღმოფხვრილია. ამასთან, მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვის, სატუმბ სადგურზე ტუმბო აგრეგატების დამატებით გაძლიერება და დამოუკიდებელი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი, რაც წყლის მიწოდებასა და რეგულარულად მორწყვას გააუმჯობესებს.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდასა და ფერმერების სტაბილურად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა