რუსთავში, ცნობილი მოგზაურის და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა

რუსთავში, ცნობილი მოგზაურის და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ველორბოლა რუსთავის მერიისა და რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ველომარათონმა სტარტი ქალაქის შესასვლელიდან აიღო და ჭავჭავაძის ქუჩაზე დასრულდა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრი ამირან ჯანჯღავა, ველომრბოლელებს შეხვდნენ და ქალაქში ველოსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრისას ველომოყვარულთა კითხვებს უპასუხა.

,,ველომოყვარულებმა დღევანდელი მსვლელობა ჯუმბერ ლეჟავას ხსოვნას მიუძღვნეს. მნიშვნელოვანია, რომ რუსთავის ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს იმას, ჩვენი ქალაქი რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს როგორც ველომეგობრული და ველოქალაქი. მე რუსთაველებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქალაქში ველოსიპედების გამრავლებას და ამ ეკოლოგიური ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მათვე ცნობით, მოგვიანებით, ხელოვნების სკოლაში, ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესახებ რეჟისორ გიორგი ხარებავას ფილმის - „ველოსიპედით მთვარემდე“ ჩვენება გაიმართა.

ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა, წელს პირველად გაიმართა და მოგზაურის იუბილეს მიეძღვნა, სამომავლოდ კი ტრადიციულ სახეს მიიღებს. ჯუმბერ ლეჟავამ, მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობა 1993 წლის 13 აგვისტოს რუსთავიდან დაიწყო. ის იუნესკოს ,,მსოფლიო სპორტსმენის" ტიტულის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი და გინესის რეკორდსმენი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა