სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშაზადე „მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, რომელზეც გამოსახულია ლოტის მიერ დარგული მამამთავარ აბრაამისთვის ანგელოზისგან მიცემული სამი ხის კვერთხისგან აღმოცენებული სასწაულებრივი ხე - ნიშანი ღვთის შეწყალებისა და მფარველობისა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას 25-ზე მეტი უმაღლესი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული და მათ შორის განსაკუთრებულად ძვირფასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გადაცემული ,,მეგობრობის ორდენია“.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებები, ასევე დავით გარეჯის საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ძმური დამოკიდებულებით მშვიდობიანად და წარმატებით გადაილახება ნებისმიერი დაბრკოლება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელსაც ჩამოსულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი