ტერაბანკი ბიზნესში განახლებადი ენერგიების გამოყენების მხარდასაჭერად

ტერაბანკი ბიზნესკლიენტების საქმიანობების განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკი ბიზნესში განახლებადი ენერგიების გამოყენების პოპულარიზაციას, მათი სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და, ამავდროულად, შესაბამისი მოწყობილობების შესაძენად ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეც ზრუნავს.

ბიზნესში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, მათი უპირატესობების ჩვენებასა და ტერაბანკის ბიზნესკლიენტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად ვებინარი, რომელიც 14 ივლისს გაიმართა. კომპანია „ენოვუსის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი სირაძემ ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს ბიზნესში თანამედროვე, განახლებადი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ბენეფიტებსა და განახლებადი ენერგიის, როგორც ფინანსური ხარჯების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯზე ესაუბრა. მან დამსწრეებს ის შესაძლებლობებიც გააცნო, რომლებიც შესაბამისი დაფინანსების მისაღებად არსებობს.

„ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, ალტერნატიული ენერგიის წყაროებისა და ეკომეგობრული მოწყობილობების როლი კი იზრდება. ტერაბანკისთვის, რომლის მთავარი სტრატეგიული მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების ბიზნესკლიენტებისთვის გაცნობა, რომლებიც მათ საქმიანობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და ხარჯებსაც დაუზოგავს. სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს განახლებადი ენერგიები და მოხარულები ვართ, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართ ჩვენს ბიზნესკლიენტებს შორის მაღალი ინტერესია“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ ბანკი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეც მუშაობს. ამ მიზნით, ტერაბანკი აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამებთან. თანამშრომლობების ფარგლებში, ბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი საწარმოების ან ფერმერული მეურნეობებისთვის მზის პანელების შეძენა სურთ, შეღავათიან სესხებს სთავაზობს.

ტერაბანკი ბიზნესში განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს