„ლექსუს თბილისმა“ 28 ქვეყნის 340-ზე მეტ დილერს შორის, კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული Lexus Kiwami-ს ჯილდო ზედიზედ მესამედ მიიღო

„ლექსუსმა“ 2022 წლის შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, კომპანიის ათი რჩეული დილერი გამოავლინა. დაჯილდოება, რომელიც შიდა ინიციატივაა, უკვე ექვს წელს ითვლის. ის დაფუძნებულია Omotenashi-ს კონცეფციაზე, სტუმართმოყვარეობის ძველ იაპონურ ფილოსოფიაზე, რომლის ამოსავალი წერტილია, რომ თითოეულ მომხმარებელს ისე უმასპინძლოს, როგორც საკუთარ სახლში მოსულ სტუმარს, რაც გავლენას ახდენს “ლექსუსის” ყველა ასპექტზე.

გამარჯვებულებს ჯილდო 3 ივლისს მადრიდში გამართულ ცერემონიაზე გადაეცათ. ასევე, მათ საშუალება მიეცათ, ლექსუსის სრულიად ახალი მოდელები: RZ და RX ემართათ და BEV Sport-ის კონცეფციაც აღმოეჩინათ, რომელიც დიდ ბრიტანეთში, „გუდვუდის სისწრაფის ფესტივალზე“ სულ ცოტა ხნის წინ იყო წარმოდგენილი.

საკუთარი მაღალკვალიფიციურობის გამო, განსაკუთრებული აღიარება წილად ხვდათ დილერებს, რომლებმაც პირველებმა მიიღეს Kiwami-ს ჯილდო ზედიზედ სამი წლის განმავლობაში. ესენი არიან: „ლექსუს თბილისი“ (საქართველო), „ლექსუს საბადელი“ (ესპანეთი) და „ლექსუს პადოვა“ (იტალია).

„მომხმარებელზე ზრუნვა როგორც პირადი, ასევე საოცარი გამოცდილების მეშვეობით, ლექსუსის ბრენდის საფუძველს წარმოადგენს და ეს ჯილდოები სწორედ ამის მაჩვენებელია“ - თქვა TME-ის ვიცე-პრეზიდენტმა და “ლექსუს ევროპის” ხელმძღვანელმა, პასკალ რუჟმა.

ცნობისათვის, შარშან Lexus-მა მომხმარებელთა მომსახურებისათვის ნომერ პირველი ბრენდის ადგილი კვლავ დაიკავა. როგორც ახალი ავტომობილებისთვის (NCBS), ასევე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სფეროში (IACS).

Kiwami-ს 2022 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან:

კავკასია - ლექსუს თბილისი

საფრანგეთი - ლექსუს ფრეჟუსი

გერმანია - ლექსუს ოსნაბრიუკი

იტალია - ლექსუს კომო

ნორვეგია - ლექსუს ტრომსო

პოლონეთი - ლექსუს ვარშავა-პულავსკა

რუსეთი - ლექსუს კრასნოდარი

ესპანეთი - ლექსუს სარაგოსა

დიდი ბრიტანეთი - ლექსუს კემბრიჯი

უკრაინა - ლექსუს ლვოვი

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა