თბილისში Glovo Brands Day გაიმართა

20 ივლისს, აქსის თაუერსში, Glovo Brands Day გაიმართა. Glovo, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, მულტიკატეგორული მიტანის სერვისის მოთამაშე, უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოში ოპერირებს. მას შემდეგ, რაც Glovo ქართულ ბაზარზე შემოვიდა, მკვეთრად შეიცვალა ელექტრონული კომერციის ბაზარი. აპლიკაცია აერთიანებს ბაზრის თითქმის ყველა კატეგორიას და მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს. სწორედ ესაა Glovo-ს მისიაც: გახადოს ყველაფერი ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი. ამ მიზნის მისაღწევად, GlovoApp-ში ერთიანდება სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებები, იქნება ეს სარესტორნო, სასურსათო, ფარმაცევტული, რითეილისა თუ სერვისების კატეგორია.
არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში:

“ამ დრომდე, Glovo აკავშირდებდა 3 ძირითად მხარეს: კურიერებს, მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს. ახლა, ამ სინერგიაში გაჩნდა სტრატეგიული ადგილი ბრენდებისათვის. ბრენდებთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულება მიზნად ისახავს, Glovo-ს არსებული რესურსებით, ბრენდებისათვის ელექტრონულ კომერციაში განვითარებაში დახმარებას.
20 ივლისს დაიგეგმა Glovo-ს ბრენდებთან ურთიერთობის სტრატეგიის წარდგენა, სადაც საერთაშორისო და ლოკალურმა გუნდების წარმომადგენლებმა, ერთობლივად წარადგინეს 4-Side Marketplace სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, Glovo-ს სხვადასხვა სერვისების საშუალებით, ბრენდების ელ-კომერციის განვითარებაში დაეხმაროს”.
მედიის წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური პარტნიორები, მომხმარებლები, დასაქმებულები და ინვესტორები, პირისპირ შეძლებენ გაიცნონ Glovo-ს მენეჯმენტი, პირადად მათგან მიიღონ ინფორმაცია ახალი სტრატეგიის შესახებ, და რაც მთავარია, განიხილონ სამომავლო გეგმები.

ესაა პირველი Glovo Brands Day ღონისძიება, რომელიც საქართველოში გაიმართა.
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას „ყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!
Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://about.glovoapp.com/en/
(R)

























