გორის მერია - 20 ვეტერანი გორიდან 10-დღიან სარეაბილიტაციო კურსს ურეკში გაივლის

დაბა ურეკში შშმ პირები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გააცილა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირი სარეაბილიტაციოდ ზღვისპირა კურორტზე გაემგზავრა.

„პროექტი „ვეტერანების საკურორტო სარეაბილიტაციო მომსახურების“ ფარგლებში 20 ვეტერანი 10 დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მერიისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის თანადაფინანსებით ხორციელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო