ლადო მგალობლიშვილი - ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი დიჯეი ბრაუნი-არახამიას ერთგულ მსმენელად იქცა

ბატონი ირაკლი კობახიძისა და მისი ოჯახის მიმართ, არახამიასა და მისი ქართველი მედია პარტნიორების მხრიდან, ადგილი ჰქონდა КГБ-ს სტილის თვით პოლიტიკისთვისაც კი უკადრებელ ამორალურ პერსონალურ თავდასხმას, - ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს.

როგორც მგალობლიშვილი აცხადებს, „ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი დიჯეი ბრაუნი-არახამიას ერთგულ მსმენელად იქცა“.

„ბატონი ირაკლი კობახიძისა და მისი ოჯახის მიმართ, არახამიასა და მისი ქართველი მედია პარტნიორების მხრიდან, ადგილი ჰქონდა КГБ-ს სტილის თვით პოლიტიკისთვისაც კი უკადრებელ ამორალურ პერსონალურ თავდასხმას. პრეზიდენტი კი, ნაცვლად სიტუაციის განმუხტვისა, ვერ თოკავს თავის პიროვნულ განწყობას ირაკლი კობახიძის მიმართ და დიდი ენთუზიაზმით ერთვება დიჯეი ბრაუნის, იგივე არახამიას მიერ ორგანიზებულ კამპანიაში, რითაც ის მის ერთგულ მსენელად იქცა. რაც ძალიან სამწუხაროა", - აცხადებს მგალობლიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გმობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მისამართით გამოთქმულ შეფასებებს. ის კობახიძის ქმედებას „უკადრის საქციელს“ უწოდებს.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა