რეზო ხარაზი - „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმი უკანონო დაშენება-მიშენების ქალაქად აქცია

„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმი უკანონო დაშენება-მიშენების ქალაქად აქცია, - ეს განცხადება ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაზო ხარაზმა ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ახალ ბულვარში მაღალსართულიან კორპუსზე უკანონო დაშენება მიმდინარეობს, რაზეც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს რეაგირება არ აქვს.

რეზო ხარაზის თქმით, ბათუმში უკანონო მშენებლობებს თავად ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უწყობს ხელს.

“ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია “ვიევ ბათუმის” საცხოვრებელ კორპუსზე უკანონო დაშენება მიმდინარეობს, ამ ყველაფერს თავად, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უწყობს ხელს, ალბათ, მისი ფინანსური დაინტერესება არის.

ფაქტია, რომ ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან რეაგირება არ არის. აღნიშნულ სამსახურს საკრებულოს წინა სხდომაზე ბიუჯეტი გაეზარდა და დამატებით შტატებიც გაეზარდა, ამ ფონზე ქალაქში უკანონობის აღკვეთას ვერ ვხედავთ.

აუდიტის დასკვნაც მიუთითებს, რომ უკანონობები ხდება ქალაქში. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, ფაქტით დაინტერესდნენ“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა