გიორგი დოხტურიშვილმა პრემიერის ინიცირებულ პროექტებთან დაკავშირებით, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გიორგი დოხტურიშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებულ პროექტებთან დაკავშირებით, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები კიდევ ერთხელ გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე დოხტურიშვილმა განაცხადა, რომ რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება როგორც უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით. დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების აღმოფხვრას გულისხმობს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის სამომავლო გეგმის დასახვა იყო დასახელმწიფო რწმუნებულმა თითოეული მუნიციპალიტეტის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა, პრიორიტეტული საკითხები განიხილა და მათი გადაჭრის გზები მერებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დასახა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი დოხტურიშვილმა, სიტყვით მიმართვის დროს, მერის წარმომადგენლებს გააცნო რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები და უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
„უმნიშვნელოვანესია, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხი, რომელში ჩართულობაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცესს.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ფორმატის შეხვადრა მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























