ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარდაბნის მერიის ინფორმაციით, გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონკრეტული ინიციატივები დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო და აღნიშნა, რომ ინიცირებული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება როგორც უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით. დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების აღმოფხვრას გულისხმობს“,- აცხადებს გიორგი დოხტურიშვილი.

“სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის სამომავლო გეგმის დასახვა იყო. სახელმწიფო რწმუნებულმა თითოეული მუნიციპალიტეტის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა, პრიორიტეტული საკითხები განიხილა და მათი გადაჭრის გზები მერებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დასახა.

გიორგი დოხტურიშვილმა, სიტყვით მიმართვის დროს, მერის წარმომადგენლებს გააცნო რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები და უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. უმნიშვნელოვანესია, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხი, რომელში ჩართულობაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცესს.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო ფორმატის შეხვადრა მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს