ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. კომპანია „არემჯის“ ინფორმაციით, 25 ივლისს, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) წევრები მონიტორინგის მიზნით ხულუტის ციხე-დარბაზში განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდნენ.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 2020 წელს, „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, XVIII საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კვლევა და გეოლოგიური შესწავლა დაიწყო, ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ციხე-დარბაზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც.

ამჟამად, ხულუტის ციხე- დარბაზში სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურ ფაზაში გადადის: ციხის კედლებზე მოეწყო ლითონის და ხის ხარაჩოები; გაიწმინდა და გადაეწყო ციხის მარნის ზედა ნიშნულები. მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო ფენა. გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკები, გალავანი, მარანი და ციხის საიდუმლო გვირაბი სრულად იქნება რეაბილიტირებული, ხოლო მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე.

ხულუტის ციხე-დარბაზის სამწლიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც კომპანია „ინდუსტრია“ ახორციელებს, „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით კომპანია RMG აფინანსებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა