ცოტნე ანანიძე - გია კობახიძე ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, ის იყო ყველა ბრძოლაში ღირსეული თანამებრძოლი

გია კობახიძე ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. ის იყო ყველა ბრძოლაში ღირსეული თანამებრძოლი, - ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ირაკლი კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია“.

„დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია: სხვა სხვის ქმედებაზე არ აგებს პასუხს. ეს პრინციპი მორალურად საუკუნეების განმავლობაში განმტკიცებული ნორმაა - მშობლის ცოდვისთვის პასუხს შვილს არ სთხოვენ. გია კობახიძე ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. ის იყო ყველა ბრძოლაში ღირსეული თანამებრძოლი. ამავდროულად, ყველამ კარგად ვიცით აგენტის იარლიყების უტიფრად მიკერება ვისი პოლიტიკური სტილი იყო (2007 წლიდან). არასდროს, არც ერთ ვითარებაში (მიუხედავად პოლიტპატიმრობის და სხვა) ძვირი არ მითქვამს სააკაშვილის ოჯახისთვის, რადგან ზრდასრული ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი ჩადენილ ქმედებებზე!“ - ნათქვამია ანანიძის განცხადებაში, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს