ტერაბანკის მხარდაჭერით, თბილისში ახალი საკონდიტრო „მარლი“ გაიხსნა

ტერაბანკი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობების დაფინანსებას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერითა და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით, თბილისში ახალი, HACCP-ის სტანდარტის საკონდიტრო „მარლი“ გაიხსნა.

„მარლის“ პროფესიონალი, გამოცდილი კონდიტერები მომხმარებელს სხვადასხვა ტკბილეულს, ტორტებსა და ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ 8 სახეობის პურს სთავაზობენ. პროდუქცია მთლიანად ევროპული ტექნოლოგიებით იქმნება.

საკონდიტრო „მარლის“ გახსნის იდეა ორ გურმან მეგობარს, მიხეილ ჩოჩიასა და ზაალ მელიქიას ტკბილეულის სიყვარულმა უკარნახა. იდეა კი რეალობად ტერაბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით იქცა: მიღებული დაფინანსებით, მეგობრებმა საკონდიტრო HACCP-ის სტანდარტის მიხედვით ააშენეს და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის ევროპული ღუმელები შეიძინეს. სესხის სრული ვადის განმავლობაში „მარლის“ დამფუძნებლები სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთის ნაწილობრივ სუბსიდირებასა და სესხის გირაოთი უზრუნველყოფაში მხარდაჭერასაც იღებენ.

„ამ პროექტის დროულად განხორციელება ჩვენს ფინანსურ პარტნიორთან, ტერაბანკთან ეფექტიანმა თანამშრომლობამ განაპირობა. სხვადასხვა სერვისითა და საბანკო პროდუქტით ოპერატულად ვისარგებლეთ. ახლა გვინდა, ასორტიმენტი გავზარდოთ, თბილისის მასშტაბით გავფართოვდეთ, მიტანის სერვისი დავამატოთ და HACCP-ის სერტიფიკატიც ავიღოთ, რაც ჩვენი ტკბილეულის ხარისხისა და უსაფრთხოების კიდევ ერთი დადასტურება იქნება“, - აღნიშნავს მიხეილ ჩოჩია.

„ტერაბანკისთვის თითოეული ასეთი ბიზნესსაქმიანობის დაფინანსება მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი და სასიხარულო ფაქტია. ეს სექტორი უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში და ჩვენ, როგორც საბანკო სფეროს წარმომადგენლები, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებითა და ზრუნვით ვეკიდებით ამგვარი პერსპექტიული ბიზნესიდეების დაფინანსებას“, - აცხადებენ ტერაბანკში.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიმართულების ფარგლებში, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებს არა მარტო მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და მოქნილ პირობებს სთავაზობს, არამედ მუდმივად ზრუნავს, რომ სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებით, ინოვაციური, სასარგებლო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ხელი შეუწყოს როგორც ახალი საქმიანობების წამოწყებას, ისე უკვე არსებული ბიზნესების გაფართოებასა და განვითარებას.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს