თელავის და აფულას მერებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თელავის და აფულას მერებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ისრაელში, ქალაქ აფულაში შეხვედრებს მართავს. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ხელშეწყობით თელავსა და აფულას შორის მოლაპარაკებები ისრაელში ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

„შეთანხმება ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და აფულას მერმა, ავრაჰამ ელკაბეტცმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს