სტერეო + განცხადებას ავრცელებს

სტერეო + განცხადებას ავრცელებს

უკვე 25 წელზე მეტია, სტერეო + ახორციელებს ეროვნულ ტელემაუწყებელთა სიგნალის გავრცელებასა და მომსახურებას. ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის შემდეგ კი, რაც ევროკომისიის ეგიდითა და EBRD-ის ხელშეწყობით განხორციელდა, 20-ზე მეტი ეროვნული მაუწყებელი მუდმივად სარგებლობს ჩვენთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სერვისებით. ეს, თავის თავში, მოიცავს მათი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მოსახლეობისთვის მის მიწოდებას, რაზე დანახარჯებიც, ეროვნული მაუწყებლობისთვის, ანალოგური მაუწყებლობის პერიოდთან შედარებით, ციფრული მულტიპლექსით სარგებლობით, დღევანდელ პირობებში, ერთი ათად შემცირდა.

მიუხედავად რიგი მაუწყებლების მიერ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობისა, ამ დრომდე, ჩვენს კონტრაქტორებს ვემსახურებოდით უწყვეტად, თუმცა იძულებულნი ვართ, საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შევწყვიტოთ მომსახურება შემდეგ არხებთან: რბჯ (1 გასართობი), მედია ჰოლდინგი (რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი), TV პირველი და ობიექტივი. აღნიშნულ არხებს, გარდა იმისა, რომ დიდი ოდენობით დავალიანება გააჩნიათ, ბოლო 3 თვეა, ჩვენი არაერთი წერილობითი, ზეპირი და ელექტრონული გაფრთხილების მიუხედავად, რაიმე სახის ქმედებაც კი არ განუხორციელებიათ, დავალიანების აღმოსაფხვრელად.

იძულებული ვართ, გავაკეთოთ შემდეგი განცხადება, რომ თუ აღნიშნული არხები, 1 აგვისტომდე არ მოახდენენ შესაბამის ფინანსურ რეაგირებას, ხელშეკრულების თანახმად, შეუწყდებათ მომსახურება და შესაბამისად გაითიშებიან მულტიპლექსიდან.

(R)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ