ქუთაისის მერიაში პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მერიაში პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, მუნიციპალიტეტების "ეკო სმარტ ქალაქებად" ტრანსფორმაციის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი პროგრამის მენეჯერს ტიბო შარლეს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილეს ანა ჩერნიშოვას, M4EG რეგიონულ მენეჯერს თინა სტოუმს, M4EG პროექტის მენეჯერს თიკო ტყეშელაშვილს, M4EG ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორს ოთარ კონჯორიას და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

წარმოდგენილი იქნა ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რაც ქუთაისის მუნიციპალიტეტში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა.

„ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და დღეს ამ პროექტზე მომუშავე მხარეები შევხვდით ერთმანეთს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროექტის პირველ ეტაპზე მომზადებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გარდაიქმნეს ქუთაისი „ეკო სმარტ ქალაქად“. ვიმსჯელეთ იმ აქტივობებსა და კამპანიებზე, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელებთ. როგორც ჩვენმა სტუმრებმა UNDP-დან განაცხადეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა პროექტის მონაწილე თვითმმართველობებს შორის, საკითხისადმი ინოვაციური მიდგომებითა და ეფექტურობით. ვისაუბრეთ UNDP-ის მიმდინარე ხელშეწყობაზე და სამომავლო ინიციატივებზე, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინოვაციურ, კლიმატგონივრულ და მდგრად განვითარებას ემსახურება, ასევე, თანამშრომლობის მომდევნო ეტაპებზეც. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ქუთაისი გახდეს „ეკო სმარტ ქალაქი“, - განაცხადა იოსებ ხახლეიშვილმა.

პროექტი ითვალისწინებს 3 ინიციატივას: საინფორმაციო საკომუნიკაციო ქსელი; ეკო სმარტ ურბანული ტრანსფორმაციები; ტალანტები მწვანე ურბანული ინოვაციისთვის.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს