„ბლოქსის” კომერციული დირექტორი - უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გარდაუვალია

ბოლო პერიოდში კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები მუდმივად იზრდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.

დეველოპერული კომპანია „ბლოქსის“ კომერციული დირექტორის თეო გეგიაძის განმარტებით, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ძირითადი მასალების ფასების ზრდაა - არმატურის ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბეტონის - 15%-ით. ამასთან, საგრძნობლად გაძვირებულია ყველა სხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალაც, რაც ბაზარზე ლოჯისტიკის გართულებამ გამოიწვია; 20%-მდეა გაზრდილი მუშახელის ანაზღაურებაც. საერთო ჯამში, მშენებლობის თვითღირებულება, დაახლოებით, 20%-ით არის გაძვირებული.

„ყველა გარემოების გათვალისწინებით, როგორც მშენებარე, ასევე დასრულებული ბინების ფასის ზრდა გარდაუვალია. პანდემიას არანაკლები გავლენა ჰქონდა უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა თვითღირებულებაზე. ამ პერიოდამდე ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა ფასი მიმდინარე პროექტებში, თუმცა უკვე მომდევნო თვიდან ჩვენს პროექტებში ღირებულება დაახლოებით 20%-ით მოიმატებს,“ - განმარტა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა თეო გეგიაძემ.

„ამჟამად, თბილისში 7, ხოლო რეგიონებში 2 დასრულებული და მიმდინარე კომპლექსი გვაქვს. ვგეგმავთ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტს, რომელთა შესახებაც საზოგადოება მალე შეიტყობს. იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონება საინვესტიციო დატვირთვას სულ უფრო მეტად იძენს, ვცდილობთ, ჩვენი პროექტები უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს, სად სურს ბინის შეძენა, დასრულებულ თუ მშენებარე კომპლექსებში,“ - განაცხადა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში