სერგო ჩიხლაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ომში არავინ მიათრევს - ივანიშვილი არის ცნობილი ჭორიკანა

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ომში არავინ მიათრევს - ბიძინა ივანიშვილი არის ცნობილი სპეკულანტი და ჭორიკანა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩი გარკვევით ამბობს, რომ საუბარი ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, ხოლო ის ფაქტი, რომ ივანიშვილს საუბრის შინაარსზე არაფერი უთქვამს, სპეკულაციებისთვის სივრცის დატოვებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ქალბატონ ელჩს და დასავლელ პარტნიორებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს ომში არავინ მიათრევს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამას ვადასტურებთ ჩვენც, ვისაც გვქონია შეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. სხვა დანარჩენი არის სპეკულაციები, ტყუილები "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის და მისი პუტინისტური "ტრიოა" თუ სხვა, დამებნა სათვალავი იმდენი ხელის ბიჭი გამოაგდო თავის წერილის გასახმოვანებლად.

ბიძინა ივანიშვილი არის ცნობილი სპეკულანტი, ცნობილი ჭორიკანა და დეზინფორმაციაში შეჰყავდა და შეჰყავს საზოგადოება. მას რას ვთხოვთ, რომ წესიერად, ღირსეულად და სახელმწიფოებრივად მოიქცეს?! თუ ვინმე დღეს მტრობს საქართველოს ეს არის ოლიგარქია და ოლიგარქი,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.

ინტერვიუში კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა