ფონიჭალაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი პირი დააკავეს. მისი დაკავება სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციას უკავშირდება.
როგორც დაკავებულის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, მისი შვილი ადრეც იყო დაკავებული ნარკოტიკების მოხმარების გამო.
„სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ნარკოტიკს და სხვა რაღაცას ეძებდნენ, არაფერი ამოუღიათ“, - აღნიშნავს ავთო სანაია.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათი წინ, სოფელ ფონიჭალაში, თავისუფლების ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. მისი დაკავება სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციას უკავშირდება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"