გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში, მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქტიურ ფაზაშია ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაპარალელურად, რეაბილიტირდება 862 გრძივი მეტრის შემოვლითი გზის საფარი, რაც ნაწილობრივ განტვირთავს ქალაქში საავტომობილო მოძრაობას.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ღირებულება, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დასრულდება 783 087 ლარს შეადგენს და 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

























