სოზარ სუბარი კელი დეგნანს - გვაინტერესებს, ხომ არ იყო ზეწოლა, ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე, რათა საქართველო სანქციებს შეერთებოდა და ომის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაედგა

დღეს კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დაადასტურა და თქვა, რომ საუბარი ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე იყო - ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც ომსა და სანქციებს არ ეხებოდა, - ეს განცხადება პარლამენტში დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა, რომელმაც “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასულ დეპუტატებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.

როგორც სუბარმა ამ კონტექსტში განმარტა, 24 თებერვლიდან 21 მარტამდე ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები პიკში იყო.

მისივე თქმით, ამ დროს არ ხდებოდა ივანიშვილისთვის მის საკუთრებაში არსებული ნახატებისა და ვერტმფრენების გადაცემა და დაბლოკილი იყო საბანკო ანგარიში.

„რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან იყო ღია მოწოდებები საქართველოს შესაძლებლობები გამოეყენებინა და ომში ჩართულიყო. ძალიან გვაინტერესებს რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც ომსა და სანქციებს არ ეხებოდა. გვაინტერესებს ხომ არ იყო ზეწოლა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე, რათა საქართველოს სანქციებს შეერთებოდა და ომის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაედგა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა